თბილისი (GBC) - აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.
ძალოვნებს, რომლებიც "ფუნდამენტურ თავისუფლებას უთხრიან ძირს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას", - აღნიშნულია ხაზინის განცხადებაში.
დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის 2 მაღალჩინოსანს, მხილებულს მშვიდობიანი დემონსტრანტების და პოლიტიკური ოპონენტების "სასტიკ დარბევის" ოპერაციაში. ასევე სანქცირებულია ორი კერძო პირი, ვინც "პასუხისმგებელია, თანამონაწილეა, პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ქართველების მიერ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ძალადობრივ შეზღუდვაში".
ოთხივე პირი ე.წ. "მაგნიტსკის აქტის" ფარგლებში სანქცირდება, რაც ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს მოიცავს.
სანქცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
ასევე არიან "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე.
დაბლოკილია აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და წილი, რომელიც აქვთ შეერთებულ შტატებში ან აშშ-ს პირების მფლობელობაში ან კონტროლში. გარდა ამისა, დაბლოკილია ნებისმიერი კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან მთლიანობაში 50 პროცენტით ან მეტით ერთი ან მეტი დაბლოკილი პირის საკუთრებაშია.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას სანქცირებული სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ სააღსრულებო მოქმედებას. აკრძალვები მოიცავს რაიმე კონტრიბუციის განხორციელებას ან სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას რომელიმე ხსენებული პირის მიერ, ან მის სასარგებლოდ, ან ნებისმიერი ასეთი პირისგან ნებისმიერი შენატანის მიღებას ან სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას.
განმარტებულია, რომ სანქციების საბოლოო მიზანი არა დასჯა, არამედ ქცევის პოზიტიური ცვლილების მოტანაა.
“დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგების და წამყვანი კონკრეტული პირების მიერ ძალადობისა და დაშინების გამოყენებით, საკუთარი მიზნების მისაღწევი ძალისხმევის თაობაზე”, - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბრედლი სმითი. ის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
“შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ ანგარიშვალდებულება დააკისროს მათ, ვისაც ქართველი ხალხის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა სურს”, - ამბობს სმითი.