Galt & Taggart: ირანის კონფლიქტის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინი...
"ირანზე პირდაპირი
ეკონომიკური
დამოკიდებულება
დაბალიასაქართველოს
ირანთან პირდაპირი
ეკონომიკური კავშირები
მცირეა. 2025 წელს ირანის წილი
საქართველოს მთლიან
სავალუტო შემოდინებებში
(ექსპორტი, ტურიზმი,
პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები და ფულადი
გზავნილები) მხოლოდ 0.9% იყო.
გარდა ამისა, 2025 წელს
ისრაელსა და ირანს შორის 12
დღიან კონფლიქტსაც
საქართველოზე თვალსაჩინო
მაკროეკონომიკური გავლენა
არ მოუხდენია. ეს აჩვენებს,
რომ მოკლე დროით მიმდინარე
და გეოგრაფიულად
შეზღუდული ესკალაციები,
როგორც წესი, საქართველოს
ეკონომიკაზე უმნიშვნელო
გავლენას ახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ
ვითარება კვლავ
ცვალებადია, ეკონომიკური
გავლენა ძირითადად
დამოკიდებული იქნება არა
თავად პირველად
ესკალაციაზე, არამედ იმაზე
თუ რამდენ ხანს გასტანს ეს
დაძაბულობა.საბაზისო
ხედვა: მოკლევადიანი
შეფერხებებითუ დაძაბულობა
განიმუხტება და
შეფერხებების გავლენა
შეზღუდული დარჩება - როგორც
ამ ეტაპზე ველით -
საქართველოს ეკონომიკაზე
ეკონომიკური გავლენა
იქნება მცირე და დროებითი.
სცენარში, როდესაც
კონფლიქტი დაახლოებით ერთ
თვეს გასტანს, 2026 წლის მშპ-ის
ზრდა ჩვენი 6%-იანი საბაზისო
პროგნოზიდან მხოლოდ 0.2
პროცენტული პუნქტით
შენელდება. ინფლაციური
ეფექტები დარჩება ზომიერი
და უმეტესად
გარდამავალი.საქართველოს
ეკონომიკური
დამოკიდებულება ირანზე,
ისრაელსა და სპარსეთის
ყურის
ქვეყნებზესაქართველოს
ეკონომიკური კავშირები
ირანთან, ისრაელთან და
სპარსეთის ყურის
ქვეყნებთან ზომიერია და
ძირითადად რამდენიმე
არხშია კონცენტრირებული,
განსაკუთრებით
ტურიზმში.ირანთან
პირდაპირი ეკონომიკური
კავშირები საკმაოდ მცირეა.
2025 წელს ირანის წილი
საქართველოს მთლიან
სავალუტო შემოდინებებში
მხოლოდ 0.9% იყო. ირანიდან
მიღებული ტურისტული
შემოსავლები მთლიანი
ტურისტული შემოსავლების
2.6%-ს შეადგენდა, ხოლო
საქონლის ექსპორტის წილი
მთლიან ექსპორტში 0.5% იყო.
ფულადი გზავნილებისა და
პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მხრივ
ირანიდან შემოდინებები
პრაქტიკულად არ
ფიქსირდება. ეს მიუთითებს,
რომ მხოლოდ ირანთან
დაკავშირებული
მოკლევადიან შეფერხებებს
ნაკლებად სავარაუდოა, რომ
მნიშვნელოვანი გავლენა
ჰქონდეს საქართველოს
ეკონომიკაზე.ისრაელი
საქართველოსთვის უფრო
მნიშვნელოვანი
პარტნიორია,
განსაკუთრებით ტურიზმისა
და ფულადი გზავნილების
მიმართულებით. 2025 წელს
ისრაელიდან მიღებული
ტურისტული შემოსავლები
მთლიანი ტურისტული
შემოსავლების 12.5% იყო, ხოლო
ფულადი გზავნილების წილი
7.6%. ამასთან, საქონლის
ექსპორტი და პირდაპირი
უცხოური ინვესტიციები
მცირეა და თითოეული
დაახლოებით მშპ-ის 0.1%-ს
შეადგენს. მთლიანობაში, 2025
წელს ისრაელის წილი
საქართველოს სავალუტო
შემოდინებებში მშპ ის
დაახლოებით 2.5% იყო, რაც
ზომიერ დამოკიდებულებას
მიუთითებს.საქართველოს
ეკონომიკური კავშირები
სპარსეთის ყურის
ქვეყნებთანაც მცირეა,
თუმცა დივერსიფიცირებულია
ტურიზმსა და პირდაპირ
უცხოურ ინვესტიციებში. 2025
წელს ყურის ქვეყნებიდან
მიღებული ტურისტული
შემოსავლები მთლიანი
ტურისტული შემოსავლების 4.5%
იყო, ხოლო პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების
წილი 4.2%. მიუხედავად ამისა,
ეს ნაკადები მთლიან
ეკონომიკასთან შედარებით
მცირეა და მშპ-ის
დაახლოებით 1.1%-ს შეადგენს.
მოკლევადიან პერიოდში
ყველაზე მგრძნობიარე
არხად კვლავ ტურიზმი
რჩება.იმპორტზე
დამოკიდებულება: ირანიდან,
ისრაელიდან და სპარსეთის
ყურის ქვეყნებიდან
ერთობლივმა იმპორტმა 2025
წელს მთლიან იმპორტში
დაახლოებით 4.1% შეადგინა;
ძირითადი კატეგორიებია
ტელეფონები, სამშენებლო
მასალები და სხვა
დივერსიფიცირებული
იმპორტი. აღნიშნული
პროდუქტები მარტივად
შეიძლება ჩაანაცვლოს სხვა
ქვეყნებმა როგორიცაა
თურქეთი და ჩინეთი, რაც
მიუთითებს, რომ ამ
ქვეყნებიდან იმპორტის
შეფერხებამ ნაკლებად
სავარაუდოა, არსებითად
იმოქმედოს ეკონომიკურ
აქტივობაზე.საერთო ჯამში,
საქართველოს ეკონომიკური
კავშირები ირანთან,
ისრაელთან და ყურის
ქვეყნებთან მიუთითებს, რომ
ახლო აღმოსავლეთში
მიმდინარე მოვლენების
პირდაპირი გავლენა
საქართველოს ეკონომიკაზე
მინიმალური იქნება
კონფლიქტის მოკლე
პერიოდში დასრულების
შემთხვევაში", - ვკითხულობთ
გალტ&თაგარტის
მიმოხილვაში.