თბილისი (GBC) – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დღეს, 2 ოქტომბერს დაიკავა. განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
წულაძეს 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ალექსანდრე წულაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 2023 წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობა დატოვა. ის მანამდეც საქმიანობდა სასამართლო ხელისუფლებაში.
2023/12-2024/08 წწ. – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
2019-2023 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
2017-2019 წწ. – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm-ის" მმართველი პარტნიორი;
2017-2019 წწ. – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
2015-2017 წწ. – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
2012-2015 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
2011-2012 წწ. – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. მისი თქმით, ის კერძო სექტორში ბრუნდება.