თბილისი (GBC) – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი გზავნილები იქნება: საქართველო მზად არის ევროინტეგრაციისთვის, სოლიდარობის გამოცხადება უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში არსებული გამოწვევები. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ხუთშაბათს, სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

სტუმრების დახვედრის ცერემონიაზე ღარიბაშვილს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიესალმა.

კიშინეუში სამიტზე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, სამიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. შეხვდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.