თბილისი (GBC) - ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ოთხშაბათს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტის მიიღება სამწუხაროა.
რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ "ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის არა პროგრესი, არამედ უზარმაზარი რეგრესი დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერიდან სასტიკ ავტოკრატიამდე".
ევროპარლამენტარის აზრით, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი გასროლით ქვეყანა ხელში ჩაიგდოს პრორუსულმა მთავრობამ.
"მოხსენებაშია საუბარია გაყალბებულ არჩევნებზე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე, ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმებზე. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ამასთან, იუკნევიჩიანე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მივიდა მაისურით, რომელზეც გამოსახულია „ბათუმელების“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ფოტო და წარწერა ამაღლობელის ფრაზის: „იბრძოლეთ, სანამ ძალიან გვიან არ არის“.
დღეს, 4 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.