თბილისი (GBC) - საპროცედურო და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციის 49 წევრისთვის მანდატის შეწყვეტას. საუბარია: „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ენმ – ერთიანობის“ წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებაზე.

ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს და მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს.

მათ მიმართვები ნოემბერში შეიტანეს, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ საშემოდგომო სესია ისე დახურა, ეს საკითხი არ განუხილავს.

მანდატის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

იმსჯელებენ შემდეგი პირების უფლებამოსილების შეწყვეტაზე:

  1. მარიკა არევაძე
  2. ლაშა ბაქრაძე
  3. თინა ბოკუჩავა
  4. საბა ბუაძე
  5. გიორგი ბუტიკაშვილი
  6. გრიგოლ გეგელია
  7. ანა გოგოლაძე
  8. სოფო გოლეთიანი
  9. ანა დოლიძე
  10. გიორგი ვაშაძე
  11. თენგიზ თევზაძე
  12. ქეთი თურაზაშვილი
  13. გიორგი იმედაშვილი
  14. გიორგი კირთაძე
  15. ცოტნე კობერიძე
  16. მაია კოპალეიშვილი
  17. თამარ კორძაია
  18. ირაკლი კუპრაძე
  19. თამარ ლალიაშვილი
  20. გიგა ლემონჯავა
  21. ნანა მალაშხია
  22. ნიკა მელია
  23. კობა ნაყოფია
  24. ანა ნაცვლიშვილი
  25. რამაზ ნიკოლაიშვილი
  26. კახა ოქრიაშვილი
  27. დათუნა რაქვიაშვილი
  28. სალომე სამადაშვილი
  29. ხათუნა სამნიძე
  30. ლევან სამუშია
  31. ირაკლი ფავლენიშვილი
  32. ანი ქავთარაძე
  33. ოქტაი ქაზუმოვი
  34. ბორის ყურუა
  35. ფიქრია ჩიხრაძე
  36. პეტრე ცისკარიშვილი
  37. ლევან ცუცქირიძე
  38. გიგი წერეთელი
  39. ანა წითლიძე
  40. ივა ჭყონია
  41. ლევან ხაბეიშვილი
  42. მამუკა ხაზარაძე
  43. ეკა ხერხეულიძე
  44. ირაკლი ხვადაგიანი
  45. ელენე ხოშტარია
  46. ბადრი ჯაფარიძე
  47. გია ჯაფარიძე
  48. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  49. სოფო ჯაფარიძე