თბილისი (GBC) - საქართველოში აშშ-ის საელჩო მამუკა მდინარაძის განცხადებებს ეხმაურება:
„ბატონი მდინარაძის განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, - აღნიშნულია განცხადებაში.
მდინარაძე თქვა, თითქოს USAID-ის, NED-ის მხრიდან მომდინარე ბოროტებაზე ტრამპიც საუბრობდა. ასევე მან მშვიდობიანი მომიტინგეები შეურაცხყო. 400 იოდე კარგად დატრენინგებული აგენტუერა უწოდა.
მდინარაძის ლაპარაკით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ „ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები და მავნებლობები, მათ შორის, აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება საქართველოში“.