თბილისი (GBC) - ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ NATO-მ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიცემული პირობა უნდა შეასრულოს.

„NATO-მ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. NATO-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, თავისი სიტყვა უნდა შეასრულონ“, - წერს მიხელსონი X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 16 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.

„ისინი გულწრფელები იყვნენ: არ სურდათ ჩვენი NATO-ში ხილვა. ეს ოთხი ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზების გამო, უკრაინას NATO-ში ჯერ ვერ ხედავენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.