თბილისი (GBC) - ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს 27 ქვეყნის სახელით დემარშს გადასცემს.

საელჩოს ინფორმაციით, დემარშის მიზეზი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა.

ეს ჰერჩინსკისგან დემარშის მეორე შემთხვევაა.

შეგახსენებთ, პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან  დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში თებერვალში გადასცა.