თბილისი (GBC) – აშშ–თან სტრატეგიულ ურთიერთობებზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი სურვილია, პარტნიორობას კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჰქონდეს, მათ შორის: სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, უვიზო მიმოსვლა და  პირდაპირი ავიარეისები.

„ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია; ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს; ეს არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.