თბილისი (GBC) – თბილისის ყოფილი ვიცე–მერი ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ხუთშაბათს, 15 მაისს ავრცელებს.

„ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ხმალაძის შესახებ:

დაიბადა 1982 წელს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

2000-2005 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი

2015 - CAC ფინანსური მენეჯმენტის კურსი

კარიერა:

2017 - 2021 - თბილისის ვიცე-მერი

2013 - 2017 - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (საპარლამენტო მდივანი)

2011 - 2014 - ,,საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი” (GIPA), ლექტორი

2008 - 2013 - ენერგეტიკის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

2005 - 2008 - ენერგეტიკის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/წამყვანი სპეციალისტი