თბილისი (GBC) - პროტესტის მე-100 დღეს, 7 მარტს, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. „ბოლომდე“ - ამ ლოზუნგით საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან.
„მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე.
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას!
მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და „ივენთზე“ მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღევანდელი აქციის განრიგი კი ასე გამოიყურება:
7 მარტი - დღე 100
18:00 - აქცია/მსვლელობა: არქიტექტორები სოლიდარობისთვის!
თბილისის მერია
19:00 - სტუდენტების, ლექტორებისა და პროფესორების ერთობლივი აქცია/მსვლელობა
თსუ-ს პირველი კორპუსი
19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00 - მსვლელობა: თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
პირველი არხის ეზოდან (კოსტავას 68)
20:00 – პროტესტის მეასე დღე: ბოლომდე! - პარლამენტთან
21:00 - საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ - ილიას და აკაკის ძეგლთან
21:30 – საჯარო დისკუსია: რუსულ რეჟიმთან ბრძოლის 100 დღე - მიღწევები, გამოწვევები, სამომავლო ნაბიჯები - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ
ახმეტა
17:00 - პროტესტი: პროტესტის 100 დღე - მერიასთან
გორი
17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ
ახალციხე
18:00 - პროტესტი - შოთა რუსთაველის ძეგლთან
ბათუმი
19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე - სამხარეო ადმინისტრაციის წინ
თელავი
18:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის წინ
ქუთაისი
18:00 - აქ საქართველო იბრძვის! უწყვეტი პროტესტის 100 დღე! - მერიის წინ
ჩხოროწყუ
20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, "ოცნება" ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.