თბილისი (GBC) – პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ 5 აგვისტოს გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.  განკარგულებაზე კობახიძის თანახელმოწერაც არის.

"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 4 ოქტომბერს",-  ნათქვამია პრეზიდენტის N05/08/01 განკარგულებაში.