თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 6.1%-ით.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 7.4%-ით;
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 7.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.7%-ით;
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9%-ით.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.8%-იანი ზრდით, რამაც 1.15 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.1%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.5%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.1%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.85 და 1.25 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24.4%-ით.