თბილისი (GBC) - კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე რუსულ სარაკეტო იერიშს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. ცნობილია 15 დაშავებულის შესახებ, თუმცა ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ათობით ადამიანია მოყოლილი. ნანგრევების გასუფთავებაში ჩართულია 100-ზე მეტი მაშველი. 

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა იყო.

ცნობისთვის, რუსეთის ჯარებმა ორშაბათს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე. ამის შესახებ იუწყებიან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა, მედია და ტელეგრამის არხები.