თბილისი (GBC) - ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში დღეს ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი იტყობინება.

„დღეს დილით პრეზიდენტი პეტრ პაველი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

20 მარტს, პეტრ პაველ ოდესაში იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც რუსეთმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანა.

ჩეხეთის პრეზიდენტი ოდესაში ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და რეკონსტრუქციის მინისტრს, ალექსეი კულებას, ოდესის ოლქის ხელმძღვანელობას, ასევე მიკოლაევისა და ხერსონის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე რეგიონის მხარდაჭერის საკითხი განიხილებოდა.

„ჩეხეთის რესპუბლიკას დახმარების სახით გადაცემული აქვს საბრძოლო მანქანები, უპილოტო საფრენი აპარატები, დამცავი ჟილეტები, სიგნალის ჩამხშობი, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა, როგორებიცაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი და სამედიცინო საწოლები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.