თბილისი (GBC) – თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს დილით სოჭში რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად გაფრინდა. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ წერს.

სააგენტოს ცნობით, ერდოღანს სამთავრობო დელეგაციაც ახლავს: საგარეო საქმეთა, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მთავარი საკითხი შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის აღდგენის საკითხი იქნება. ამ შეთანხმებიდან პუტინი 17 ივლისს გავიდა.