თბილისი (GBC) – ევროპის კავშირი ანტირუსული სანქციების მე–16 პაკეტის ფარგლებში ემზადება ემბარგოს დასაწესებლად რუსული გათხევადებული გაზისა და ალუმინისთვის, ასევე შეზღუდვები დაუწესდება ათობით ხომალდს და SWIFT–დან კიდევ რამდენიმე რუსული ბანკი გაითიშება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. 

მათი თქმით, გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე უარს ევროპა ეტაპობრივად იტყვის, იმ საგზაო რუკის შესაბამისად, რომელსაც ევროკომისია შემდეგ თვეში წარადგენს. რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ძირითადი იმპორტიორები ევროპაში არიან ესპანეთი, ბელგია და საფრანგეთი. სწორედ ამ ქვეყნებმა არ უნდა დაბლოკონ ახალი შეზღუდვები. ამასთან, მილსადენებით მიწოდებულ გაზს ახალი შეზღუდვები არ შეეხება, ვინაიდან უნგრეთი და სლოვაკეთი ჯერ კიდევ რუსული გაზის იმედად არიან. Bloomberg–ის მონაცემებით, თუ 2020 წელს ევროპას რუსეთიდან 10,5 მლნ ტონა გათხევადებული ბუნებრივი გაზი მიეწოდებოდა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 15,5 მლნ ტ შეადგინა.