თბილისი (GBC) – ევროკავშირი მზად არის, უარი თქვას რუსულ ბუნებრივ გაზზე. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირი მზად არის, რუსული ბუნებრივი გაზის გარეშე იცხოვროს, რომლის ტრანზიტიც უკრაინის ტერიტორიის გავლით ხორციელდებოდა“, – ციტირებს სიმსონს ევროპული მედია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების მოცულობა 2023 წელს 15%–მდე შემცირდა, 2021–ის 45%–დან, მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროკავშირში ტრანზიტის ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება და ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს.