თბილისი (GBC) – ბელარუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა შესთავაზა იმ ფონზე, როდესაც „თავის ტერიტორიაზე ბელარუსისთვის საფრთხის შემცველ მებრძოლების მომზადებას აგრძელებს“.

„არ ვიცი, რაში სჭირდებათ ეს უკრაინელებს. ერთის მხრივ, გვთხოვენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვეომოთ უკრაინას, რომ ჩვენი ჯარები არ შევიდნენ იქ. თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას გვთავაზობენ. მეორეს მხრივ, წვრთნიან და აიარაღებენ მებრძოლებს“, – აცხადებს ლუკაშენკო, რომელსაც სააგენტო „ბელტა“ ციტირებს.

მანამდე ბელარუსული მედია წერდა, რომ უკრაინამ ბელარუსის საზღვართან ათასობით სამხედრო განალაგა. იგივე წყაროები ამბობდნენ, რომ პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან 3 000–ზე მეტი სამხედრო გადაისროლა.