თბილისი (GBC) - რუსეთმა და აშშ-მა მიწაიშვიათი ლითონებისა და სხვა პროექტების რუსეთის ტერიტორიაზე ერთობლივად რეალიზაციის საკითხებზე მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის შესახებ პუტინის საინვესტიციო წარმომადგენელმა ორშაბათს განაცხადა, რომელსაც სააგენტო Reuters ციტირებს.

„მიწაიშვიათი ლითონები თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სფეროა და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყეთ დისკუსია რუსეთში სხვადასხვა მიწაიშვიათი ლითონებისა და სხვა პროექტების შესახებ“, – განაცხადა პუტინის წარმომადგენელმა.

პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი თებერვალში, საუდის არაბეთში, აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყო.