თბილისი (GBC) - ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ჰიროსიმაში გამართულ G7-ის სამიტზე BBC-სთან საუბრისას განაცხადა: „რუსეთი ამის ფასს გადაიხდის“. აღნიშნული განცხადება რუსულ ექსპორტზე დაანონსებულ ახალ სანქციებს მოჰყვა.

სუნაკი იმედოვნებს, რომ სხვა ქვეყნების გაიზიარებენ მსგავს მიდგომას.

რუსული ბრილიანტის იმპორტი იმ პროდუქციიდან ერთ-ერთია, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა აკრძალავს. შეგახსენებთ, 2021 წელს რუსული ალმასის ექსპორტი 4 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო.

სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, წლის ბოლომდე სრულად აიკრძალება რუსული სპილენძის, ნიკელის და ალუმინის იმპორტი.

„ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის და ჩვენ ამ საკითხებს დავიცავთ“, - განუცხადა რიში სუნაკმა BBC-ს.