თბილისი (GBC) –  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატამ რუსეთის თავდაცვის ექს–მინისტრის სერგეი შოიგუსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაპატიმრების ორდერები გასცა. ამის შესახებ სასამართლოს პრეს–რელიზშია ნათქვამი.

„საქმის წინასწარი წარმოების მეორე პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები იმის სავარაუდოდ, რომ ორი ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია სარაკეტო დარტყმებში, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მიიტანეს სულ მცირე 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში. ამ პერიოდში რუსეთმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე უკრაინის სხვადასხვა წერტილში“, – ნათქვამია რელიზში.