თბილისი (GBC) – აშშ უკრაინას უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, თუ როგორ აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები რუსეთთან.

ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვებს შეეხება.

მანამდე ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს, როგორც გამოიყენებს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მიწოდებულ შეიარაღებას, რომელიც უკვე კიევის საკუთრებაა.