თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ–ში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქს–უკრაინა“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ავიასაწარმო „უკრაინის“ თვითმფრინავი, რომელიც ირლანდიაში შენონის აეროპორტიდან აფრინდა, აშშ–ში, მერილენდის შტატში მდებარე ენდრიუსის ავიაბაზაზე დაეშვა.

ზელენსკის ჩასვლის შესახებ ოფიციალური ცნობებში აშშ–ში ჯერ არ გავრცელებულა.

ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ და ტრამპმა ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულთან და აშშ–ის მხრიდან შემდგომი დახმარების საკითხებთან დაკავშირებით.