თბილისი (GBC) - სახელისუფლო ძალადობის გასაპროტესტებლად სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ, შემდეგი მოთხოვნით: 

1) პარიტეტულ საფუძველზე დაეთმოს დაეთმოს ეთერი კულტურის მუშაკებს საგანგებო რეჟიმში;

2) სტუმრები შეთანხმდნენ  საინიციატივო  ჯგუფთან;

3) საზმაუმ ამის გამიჯვნაზე იზრუნოს, რომ პარტიის აქტივისტები და საზოგადოება ერთმანეთის მოპასუხე-კომენტატორებად არ აქციონ, რომ არ აითქვიფოს პარტიულ პროცესში;

4) ეთერის ქრონომეტრაჟი განისაზღვროს იმის მიხედვით, რაც მთქმელს ესაჭიროება, პოზიციის გამოსათქმელად.

პირველი 2 წარმომადგენელი საზმაუს ეთერში 22 სთ -ზე შევა.

მანამდე კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა რეპრესიების, პოლიტიკური დევნის, ქალაქში ხალხზე ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით, აქცია სამინისტროსთან და კინოცენტრთან გამართეს, თუმცა არავინ გამოხმაურებია. 

 მიაჩნიათ, რომ დანიშნული მინისტრი, თაკო რუხაძე არ არის ლეგიტიმური.

საზმაუსთან შეკრებილებმა მოითხოვეს ხელახალი არჩევნები, რომ ევროპისკენ მიმავალ კურსს დავუბრუნდეთ, რაზეც ერში სრული კონსესუსია. 

სისხლით, ბრძოლით, თავდადებით მოპოვებულ ქვეყანას რუსებს არ დავუთმობთ. ეს ქვეყანა ჩვენია.