თბილისი (GBC) - საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს  ფულადი ჯილდო მილიონი  ლარი გადაეცემა

ფულად ჯილდოს, ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის მიიღებს.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ირაკლი კობახიძემ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.