თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღვეთეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგისა და მათი ფიზიკური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა - 150 გრამზე მეტი „კოკაინი", 359 აბი ,,მეთილფენიდატი" და ,,კოდეინი", ასევე 206 კაფსულა ,,პრეგაბალინი" და 17 აბი „ლირიკა".
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
