თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $4.6 მლრდ შეადგინა, რაც 21.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 61.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 64.1%-ით გაიზარდა და $2.85 მლრდ-ს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 66.2% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი ($480.2 მლნ), რუსეთი ($409.7 მლნ) და თურქეთი ($279.4 მლნ).

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები  არის წარმოდგენილი $543.2 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, $356.3 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.5%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $187.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.6%).