თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.28 პ.პ-ით შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 

საქსტატის მონაცემების თანახმად, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10.8%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 37.0 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 7.21 და 2.72 პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 16.9%-ით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2024 წლის აპრილში მშენებლობის  ღირებულების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები