თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 33.8%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 6.66 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 13.3%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 51.6%-იანი მატებით, რაც 9.09 პ.პ.-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6%-ით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 10.2%-ით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, -1.16 და 5.39 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.