თბილისი (GBC) -ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 %-ით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობანაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 %-ით ნაკლები). 

ნებართვების 77.2 % მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 % მოდის ქ. თბილისზე, 10.5 % - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 % - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.4 % - იმერეთის რეგიონზე.

2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3 %-ით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1 %-ით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 36.6 % მოდის ქ. თბილისზე, 11.8 % - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.2 % - კახეთის რეგიონზე და 9.1 % - იმერეთის რეგიონზე.