თბილისი (GBC) - საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2025 წლის ბოლოსათვის ₾168.7 მლრდ შეადგინა (მათ შორის ფინანსური აქტივების მოცულობა ₾41 მლრდ იყო), საიდანაც 5.2% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

2025 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა ₾8.9 მლრდ იყო, ხოლო მათი ლიკვიდურობის წილი - 50.6%.

2025 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები ₾92.5 მილიარდს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა ₾23.8 მილიარდს.

2025 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან ₾18 მლრდ წარმოადგენდა ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) ₾11.2 მილიარდს შეადგენდა.

კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2025 წლის ბოლოსათვის ₾76.2 მლრდ შეადგინა:

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2025 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები ₾3.3 მილიარდს შეადგენდა, ხოლო მთლიანი შემოსავლები - ₾24.8 მილიარდს, რომლის სტრუქტურაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) ₾13.2 მლრდ შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით ₾2.1 მლრდ იყო. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების მიხედვით ₾172 მლნ-ს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით ₾983.2 მლნ-ს შეადგენდა.