თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით 2025 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა $8.57 მლრდ შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 10.3%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - $3.86 მლრდ-ს გაუტოლდა, რაც 1.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა $4.7მლრდ შეადგინა, რაც 19.1%-ით მეტია 2024 წლის სავაჭრო ბალანსზე.

2025 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა $4.69 მლრდ-ით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 54.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება $1.74 მლრდ-ით (მთლიანი ექსპორტის 20.4%, ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება $1.37 მლრდ-ით (შესაბამისად 16%).

2025 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა $2.24 მლრდ და მთელი იმპორტის 58.1% შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს $460.8 მლნ-ით (იმპორტის 11.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება $340.2 მლნ-ით (იმპორტის 8.8%).

2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 54% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია:

  • თურქეთი - $958.6 მლნ
  • რუსეთი - $899.2 მლნ
  • ისრაელი -$686.3 მლნ

2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 46% შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია:

  • თურქეთი - $556.9 მლნ
  • ჩინეთი - $210.9 მლნ
  • აშშ - $182.6 მლნ