თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 618.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2023 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3 434.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.4%-ით მეტია 2022 წლის სავაჭრო ბალანსზე.
ამასთან, 2023 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 125.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 476.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 892.0 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 12.6%).
2023 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 2 232.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 61.7% შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 503.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 13.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება 232.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4%).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (1 022.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (958.1 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (423.8 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 57.7% შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია:
- რუსეთი (534.2 მლნ. აშშ დოლარი),
- თურქეთი (521.4 მლნ. აშშ დოლარი),
- აზერბაიჯანი (206.9 მლნ. აშშ დოლარი).