თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში ₾28.8 მლრდ-ს ($10.5 მლრდ) გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4Q25-ში 5.8%-ით განისაზღვრა.

4Q25-ში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (22%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.4%), განათლება (17.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (11%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (8.4%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3%), დამამუშავებელი მრეწველობა (6.2%).

კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.5%).

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.6%) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9%), მშენებლობა (8.9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8%), განათლება (6.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4%) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8%).

დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 16 ნოემბერს.