თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 461 გემი, რომელთა 47.3% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24.9% - თხევადი ტვირთმზიდი, 19.3% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8.5% ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
2Q26-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 39.1%-ით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი მიიღო, 34.8%-ით მეტი - კონტეინერმზიდი, 17.3%-ით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 2.3%-ით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, სპეციალიზებული კი - 65%-ით ნაკლები.
საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 19.1% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.2% - თურქეთის, 11.3% - ლიბერიის, 7.2% - მალტის, დანარჩენი 47.3% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2Q26-ში საქართველოს ნავსადგურები 4.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 53.2%-ს შეადგენდა.
2Q26-ში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 364.5 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.8% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.5% - თხევადი ტვირთი, ხოლო 21.7% - ნაყარი ტვირთი.
