თბილისი (GBC) - პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2024 წლისთვის 864.300 პენსიონერია (2023- 838 100), რომელთაგან 70.8% ქალია, ხოლო 29.2%- კაცი (71.1%, 28.9%). პენსიის მიმღებთა 30.5% თბილისშია, 15.6%- იმერეთში, 10.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2% - ქვემო ქართლში, 8.6% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8%-ია.
სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7% ქალი იყო, ხოლო 67.3% - კაცი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1%-ს - ომის მონაწილეები, 11.3%-ს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4%-ს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1%-ს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.
სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.5% თბილისშია, 15.9% იმერეთში, 12.1% აჭარის არ-ში, 9.4%- სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.1%-ია.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სოციალური პაკეტის მიმღებთა განაწილება რეგიონების მიხედვით, 2024 წელს.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 128.6 ათასი.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 77.1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.2 ათასი.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, 2024 წელს.