თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $3.5 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $1.02 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 22.9%-ით), ხოლო იმპორტი $2.48 მლრდ-ს (შემცირდა 15.4%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში $1.45 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ჩინეთი ($147.1 მლნ)
  • ყირგიზეთი ($105.9 მლნ)
  • აზერბაიჯანი ($95.1 მლნ)

2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.1% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი ($415.6 მლნ)
  • რუსეთი ($326.3 მლნ)
  • ჩინეთი ($310.7 მლნ)

2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი ($499.5 მლნ)
  • ჩინეთი ($457.8 მლნ)
  • რუსეთი ($418.3 მლნ)

2026 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $216.3 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 21.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $125.6 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 12.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $93.3 მლნ-ით (9.1%).

საქსტატი წერს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $332.7 მლნ და მთელი იმპორტის 13.4% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $209-ით (იმპორტის 8.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები $134.7 მლნ-ით (იმპორტის 5.4%).