თბილისი (GBC) იანვარ-თებერვალში სომხეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი გახდა.
ამ პერიოდში საქართველოდან სომხეთში განხორციელებულმა ექსპორტმა $133.1 მლნ შეადგინა, რაც 192%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2022 იან-თებ: $45.6 მლნ). იანვარ-თებერვალში სომხეთში განხორციელებულმა ექსპორტის მოცულობამ, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 14.5% შეადგინა.
გთავაზობთ ამ პერიოდის ტოპ 3 სომხეთში ექსპორტირებულ პროდუქციას:
1 მსუბუქი ავტომობილები - $50.2მლნ-ს 1834 ერთეული.
2 ავტომობილები (10+ კაცის გადასაყვანად) - $19.5 მლნ-ს 67 ერთეული.
3 ბულდოზერები და ავტოგრეიდერები - $3.5 მლნ-ს 43 ერთეული.
ამ ხამი პროდუქციის ჯამი, სომხეთში ექსპორტის 63%-ს შეადგენს.