თბილისი (GBC) - თბილისში ოქტომბერში, 3 658 ბინა გაიყიდა +12%Y.Y; 7%m.m) 10 თვეში ტრანზაქციების კუმულაციური რაოდენობა 1%-ით აღემატება 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ბინები წლიურად 6%-ით გაძვირდა, წინა თვესთან შედარებით კი მ²-ის ფასმა 1%-ით მოიმატა. საშუალო გასაყიდი ფასი მ²-ზე $1,253-ს გაუტოლდა.
ბაზრის მოცულობამ $296 მილიონს მიაღწია და წლიურად 16%-ით გაიზარდა.
ბინების კატეგორიების მიხედვით, ოქტომბერში 768 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 11%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, სულ 2,890 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 12%-იანი და თვიურად 7%-იანი ზრდაა. ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში კვლავ 21% შეადგინა.
ახალი ბინის საშუალო ფასი 19%-ით გაზრდილია. ძველ ბინების წლიურად 4%-ით მომატებულია.ოქტომბერში 50-დან 75მ²-მდე ფართობის ბინებმა კვლავ ყველაზე მაღალი წილი (44%) დაიკავა. 125 მ²-ზე მეტი ფართის 4% -ზე შეინარჩუნა, რაც 1%პ-ით ნაკლებია 10/2023-ის მაჩვენებელზე.
ოქტომბერში, მაღალი (>1,500$/მ²) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 22% შეადგინა(+4პპ,წ/წ,-1პპ,თ/თ).