თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,133 შეადგინა, რაც 5%-ით ჩამორჩება 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს და 9%-ით ნაკლებია 2024 წლის ივლისის მაჩვენებელზე. ამ წლის 8 თვეში ტრანზაქციების რაოდენობა 2023 წლის 8 თვესთან შედარებით -2%-ით არის შეცვლილი.
აგვისტოში გასაყიდი ფასი $1,233-ს გაუტოლდა, რაც წლიურად 6%-იან, ხოლო თვიურად 2%-იან ზრდას წარმოადგენს. ბაზრის მოცულობამ აგვისტოს თვეში $250 მილიონი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1%-იანი, ხოლო თვიურად 7%-იანი კლებაა.
გასაქირავებელი ფასი აგვისტოში კვლავ 11.5-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.
2024 წლის აგვისტოში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებმა 9.8% შეადგინა (-1.4პ.პ, წ/წ). ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის აგვისტოს შემდგომ რაც ამონაგები 10%-ზე ქვემოთაა.
2024 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 891 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობის მშენებლობაზე, რაც 7%-ით ჩამორჩება წინა წლის ამავე პერიოდს.
ახალი VS ძველი ბინები
თიბისი კაპიტალის მტკიცებით, 2024 წლის აგვისტოში 625 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ჩამორჩება 2023 წლის აგვისტოს, ხოლო 6%-ით 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელდა 2,508 ტრანზაქცია და წლიურად 5%-იანი კლება დაფიქსირდა (-9%, თ/თ). ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 20%-ს გაუტოლდა.
საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 15.4%-ით, ხოლო თვიურად -1.8%-ით შეიცვალა. რაც შეეხება ძველ ბინებს, დაფიქსირდა 4.3%-იანი წლიური და 3.1%-იანი თვიური ზრდა.
2024 წლის აგვისტოში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებმა შეინარჩუნა უდიდესი წილი (42%) ჯამურად გაყიდული ბინებიდან, რაც 2 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეადგინა, რაც 1პ.პ-ით ნაკლებია 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით.
ამავე პერიოდში, მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 23% შეადგინა (+6პ.პ, წ/წ და +4პ.პ, თ/თ).
თბილისის უბნები
2024 წლის აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (21% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (15%).
თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ სამგორსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა. უკანასკნელში ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში რაიონი ლიდერი საბურთალოა, რომელსაც მეორე ადგილზე დიდი დიღომი მოსდევს.
2024 წლის აგვისტოში კვ.მ-ის საშუალო ფასი ვაკესა და მთაწმინდის რაიონში $2000-ზე მცირედით ნაკლებია. საგრძნობლად გაზრდილია ახალი ბინების ფასი კრწანისში, დიდ დიღომსა და ნაძალადევში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კრწანისში (+20%, წ/წ).