თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ გამგზავრებული 819.9 ათასმა რეზიდენტმა 592.4 მლნ ლარი დახარჯეს. ამ ხარჯის ზრდა, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 7.1%-ა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით, 12%-ით შემცირდა და 915.3 ლარი იყო.
საანალიზო 3 თვეში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტებისას გაწეული ხარჯებიდან ყველაზე დიდი წილი – 40% – საყიდლებზე მოდიოდა.
ხარჯების სტატისტიკა კი ასეთია: საყიდლებს 23.3%-ით მოსდევს საკვები და სასმელი, 20.2%-ით განთავსება, 8.6%-ით ადგილობრივი ტრანსპორტი, 4.8%-ით კი, გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.