თბილისი (GBC) - აშშ-ში, კოლუმბიის უნივერისტეტის ღვინის კლუბში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა.
დეგუსტაციაში სხვადასხვა ღვინის კომპანიის ექვსი ღვინო მონაწილეობდა საქართველოს მევენახეობის რეგიონებიდან. პრეზენტაციას 70-მდე სტუდენტი დაესწრო.
დააგემოვნეს ქვევრის, ასევე კლასიკური წესით დაყენებული ღვინოები; განსაკუთრებული მოწონება წითელმა ღვინოებმა დაიმსახურა.
კლუბში 300-მდე წევრია და აღნიშნული აქტივობა აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
აშშ ერთ-ერთ სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. 2024 წელს 1,2 მილიონ ლიტრი გავიდა, 2023-ში ექსპორტირებულზე 32%-ით მეტი.