თბილისი (GBC) - მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.3 მლნ-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.5მლნ  შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 6.7%-ით ნაკლებია 2021 წლის მესამე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

დიაგრამა 1 ასახავს 2021-2022 წლების მესამე კვარტალებში ვიზიტორებისა და მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურ რაოდენობებს:

მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 774.7 ათასით განისაზღვრა, რაც 4.8%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების 37.2 % მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4 %-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.0 %  ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 13.7 % მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.7 % - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.