თბილისი (GBC) –ამის შესახებ კულინარიული ენციკლოპედია TasteAtlas  საუკეთესო სოუსების (Top 50) რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგის მიხედვით ქართული აჯიკა მსოფლიოს საუკეთესო სოუსებში 21-ე ადგილს იკავებს. აჯიკამ 4.3 ქულა მიიღო 5.0-იდან. რეიტინგში 25-ე ადგილი დაიკავა ასევე ქართულმა ფხალმა.

პირველი სამეული ლიბანურმა სოუსებმა დაიკავეს და ესენია: მუტაბალი, ტოუმი და ბეირუთული ჰუმუსი.

გამოცემა წერს, რომ კერძების რეიტინგში სულ 5650 შეფასება დაფიქსირდა, საიდანაც 3576 გამოცემამ აღიარა, დანარჩენი კი დაიბლოკა, როგორც „ბოტი“.

TasteAtlas-ის საქმიანობის მიზანია მსოფლიოს ტრადიციული კერძების პოპულარიზაცია.