თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით 2022 წელს საქართველოდან $252.5 მლნ-ს 103.4 მლნ ლიტრი ღვინო ექსპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 5.5%-ით, ხოლო მოცულობით  28.4%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

ქართული ღვინის საექსპორტო ფასი თითქმის 18%-ით არის შემცირებული. თუ 2021 წელს საექსპორტო ღვინო 1 ლიტრი საშუალოდ 2.97 დოლარი ღირდა, 2022 წელს მისი ფასი 2.44 დოლარამდე დაეცა.

2022 წლის ღვინის ტოპ პარტნიორები ასე გამოიყურება:

1- რუსეთი - $161 მლნ-ს 71.1 მლნ ლიტრი (ღვინის ექსპორტის 64%).

2- პოლონეთი -  $14.6 მლნ-ს 6.6 მლნ ₾ (ექსპორტის 5.8%).

3- უკრაინა $ - 13.6 მლნ-ს 6.1 მლნ ლ (ექსპორტის  5.4%).

პერიოდი

ექსპორტი  (მლნ $)

რაოდენობა (მლნ ლიტრი)

1 ლიტრის საშ. ფასი($)

ფასის ცვლილება (Y.Y)

2013

128.3

36

3.6

+11.6%

2014

180.4

45.9

3.9

+9.2%

2015

95.8

27.2

3.5

-10.3%

2016

113.5

37.6

3

-14.3%

2017

171.4

58.1

2.95

-1.7

2018

196.9

62.7

3.1

+5.1

2019

222.8

70.1

3.18

+2.6%

2020

210.3

68.8

3.05

-4.1

2021

239.3

80.5

2.97

-2.6%

2022

252.5

103.4

2.44

-17.8%