თბილისი (GBC) - გენტში, გამოფენაზე HORECA EXPO, ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის FLOW SRL ორგანიზებით გაიმართა. 

HORECA EXPO ბელგიის სამეფოს ქალაქში სასტუმრო, რესტორნების და კაფეების ინდუსტრის უდიდესი გამოფენაა.

ღვინოს სააგენტოს ცნობით, გამოფენას ტრადიციულად ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება. ქართული ღვინო წარდგენილი იყო გამოფენის Chef’s Place ნაწილში, სადაც თავს იყრიან ტოპ-შეფები, სომელიეები, ბლოგერები და ჟურნალისტები.

წარდგენილი იყო 3 კომპანიის 10 დასახელების ღვინო.