თბილისი (GBC) - ბანკების პორტფელში ყველაზე მეტი გაპრობლემებული სესხი კვების ობიექტებისთვის გაცემულ კრედიტებშია.
ოქტომბრის მდგომარეობით, 5%-მდეა ადგილობრივ ვალუტაში და 7-7.5%-ია უცხოურში. როცა მთლიან დაბანდებაში უმოქმედო სესხების წილი 1.3%-ს არ აღემატება.
კაფე-რესტორნების და სწრაფი კვების ობიექტებისთვის გაცემული 808 მლნ-იდან 47 მლნ-მდე კრედიტები პრობლემურია.
მთლიანად, სასტუმრო-რესტორნების (ჰორეკა) დაფინანსება 1.9 მლრდ ლარამდეა. ოქტომბერში 28 მლნ-ის 200-ზე მეტი სესხია გაცემული.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მ.შ. ნახევარი, 14 მლნ-ის ექვივალნეტი 60 ერთეული სესხი გაცემულია დოლარსა და ევროში.
როგორც იცით, იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 0.5 მლრდ-მდე იზრდება. წელს 2-გზის გაიზარდა 300 000 -მდე და 400 000-მდე.
სასტუმრო & რესტორნებისთვის ოქტომბერში გაცემები 4.5-ჯერ შემცირებულია. სექტემბერში 64.6 მლნ ლარის (ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) იყო, 50 ერთეული სესხი.
პრობლემური სესხები ვალუტაში ჩაშლით (კვების ობიექტები)
NPL GEL |
13 028 623 |
NPL USD |
14 542 322 |
NPL EUR |
19 232 740 |
NPL Total |
46 307 700 |
წყარო: სებ-ი ₾
უმოქმედო პორტფელი, მაღალი წილით - 5%●5.3% არის წარმოდგენილი, სასტუმროსა და სხვა ტურისტული ობიექტების დაფინანსებაში, დოლარსა და ევროში გაცემულ სესხებში.
(სასტუმრო/რესტორნები)
NPL GEL |
20 671 856 |
NPL USD |
48 199 670 |
NPL EUR |
72 391 626 |
NPL Total |
141 263 151 |
წყარო: სებ-ი ₾