თბილისი (GBC) - საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ შეიმუშავა სომელიეს გამოცდის სტანდარტი, რომლის მიხედვით შესაბამისი ცოდნის და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატებს მიენიჭება სტატუსი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ავრცელებს.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატები შემდეგი სტატუსებიდან ერთ–ერთ მიიღებენ:
- ასისტენტ სომელიე | Assistant Sommelier - სავალდებულოა კანდიდატმა გადალახოს GSA Exam-ის 50% ბარიერი;
- პროფესიონალი სომელიე | Professional Sommelier - სავალდებულოა კანდიდატმა გადალახოს GSA Exam-ის 60% ბარიერი და ფლობდეს WSET Level 2 Award in Wines სერტიფიკატს;
- შეფ სომელიე | Chief Sommelier - სავალდებულოა კანდიდატმა გადალახოს GSA Exam-ის 80% ბარიერი და ფლობდეს WSET Level 3 Award in Wines სერტიფიკატს.
GSA EXAM გაიმართება 13.07.2024
Radisson Red Tbilisi
რეგისტრაციის ბოლო ვადა 12.07.2024
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
გამოცდაზე დაშვების პირობები:
- გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი იყოს სრულწლოვანი და ფლობდეს ჰორეკა და მევენახეობა - მეღვინეობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიან გამოცდილებას.
- გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ შესაძლებელია მონაწილეობის მიღება საქართველოს საუკეთესო სომელიეს კონკურსში, რომელიც ჩატარდება 01.09.2024.
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, 2014 წლიდან საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (The Association de la Sommellerie Internationale (A.S.I.) წევრია.